კომენტარი
ლაშა თორდიას დისკრედიტაცია არ მიმდინარეობს -ალექსანდრე ჯეჯელავა
ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მიზანმიმართული დისკრედიტაცია იქნებოდა მაშინ, როდესაც ლაშა თორდიას დააბრალდებდნენ, რომ იგი ვიღაცას იარაღით გაეკიდა. მაგრამ თუ თავად ლაშა თორდია მომხდრას ადასტურებს, ჯეჯელავას თქმით, მაშინ მიზანმიმართული დისკრედიტაციას ადგილი არ აქვს.
ამის შესახებ ჯეჯელავან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ის რომ ლაშა თორდია არ გაკიდებია არავის იარაღით და გამოიგონეს -ეს იქნებოდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია, და თუ ეს ადამიანი ადასტურებს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ არანაირ მიზანიმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბარი არ შეიძლება რომ იყოს“,-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, გამოძიება იმისთვის არსებობს რომ რეალობა დაადგინოს.
„გამოძიება იმისთვის არსებობს, რომ რეალობა დაადგინოს, და თუ თორდიაა დასასჯელი, თორდია უნდა დაისაჯოს, თუ ფარცხალაძეა დასასჯელი- ფარცხალაძე. თუ ორივეა, ან ათივეა, მაშინ ათივე უნდა დაისაჯოს. ეს არის ამოცანა. რატომ გამოქვეყნდა და რატომ არ გამოქვეყნდა ადრე, ჩემთვის, მართალი გითხრათ, მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანს რომელსაც დანაშაული ჩადენილი აქვს - ამ მიზეზით გამოქვეყნდა თუ სხვა მიზეზით გამოქვეყნდა- დანაშაული მაინც ჩადენილი აქვს“,-განმარტა მინისტრმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


