კომენტარი
ლართან მიმართებაში პანიკის საფუძველი აღარ არის - დავით ჭიჭინაძე
ნინო ექვთიმიშვილი. მედიანიუსი. 27.03.17. პანიკის საფუძველი აღარ არის, ამას მიაღწია მთავრობამ, - ასე ასაფებს ლარის კურსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ჭიჭინაძე.
როგორც დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ლარის დასტაბილურებაზე გალარების პროგრამამაც დადებითად იმოქმედა და მთავრობამ კრიზისი დაძლია.
მისივე თქმით, დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც დეპუტატის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო ბევრ პერსპექტივას გაუჩენს.
„ლართან მიმართებაში პანიკის საფუძველი აღარ არის. დაიკლო ფასმაც საწვავზე, თუმცა ეს ექსპორტია და მაინც უცხოურ ბაზარზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, ქვეყანამ დაძლია კრიზისი და დღეს აღარავის აქვს იმის შიში, რომ ლარი გაუფასურდება. ქვეყანაში ასევე, დაგეგმილია საკმაოდ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დადებითად აისახება, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით სტაბილურია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


