კომენტარი
ლარის კურსი მოკლე ხანში დარეგულირდება - ზვიად ძიძიგური
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, ლარის კურსი უახლოეს დროში დარეგულირდება.
ამის შესახებ ძიძიგურმა მედიას „ქართული ოცნების“ სათაო ოფისის დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც ლარის კურსს და 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავენ.
შეხვედრას, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები ესწრებიან.
ძიძიგურის თქმით, შეხვედრაზე ბიუჯეტთან დაკავშირებით იყო კითხვები, თუმცა მას უჭირს იმის თქმა, როგორ განაწილდება ბიუჯეტი.
„ლარის კურსი მოკლე ხანში დარეგულირდება. ბიუჯეტთან დაკავშირებით იყო კითხვები. როცა მთავრობა წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს მერე გეტყვით. როგორ შეიძლება ეს ახლა ქუჩაში, ფეხზე მდგარმა გითხრათ, 13 მილიარდიან ბიუჯეტში რა მოხდება. შეუძლებელია. პარლამენტში იქნება ამ საკითხების განხილვა და დეტალურ პასუხებს მაშინ მიიღებთ“,- აღნიშნა დეპუტატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


