კომენტარი
ლარი ისევ ჩამოვა თავის ნორმალურ ნიშნულზე - მამუკა ხაზარაძე
ვფიქრობ, ლარი ისევ ჩამოვა თავის ნორმალურ ნიშნულზე, რაც ყოველთვის ხდება, - განუცხადა ჟურნალისტებს "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
"თუ თვალს გადავავლებთ ჩვენი მეზობლის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის - თურქული ლირის გაუფასურებას, საკმაოდ დრამატულად მიდის, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ვალუტაზეც და წლის ბოლოს თუ დააკვირდებით, შარშანაც და წელსაც იგივე ტენდენცია იყო. ვფიქრობ, ისევ ჩამოვა ლარი თავის ნორმალურ ნიშნულზე, რაც ყოველთვის ხდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, მოლოდინი და პანიკა ერთ-ერთი კრიტერიუმი და განმსაზღვრელი ფაქტორია არა მარტო ლარის, არამედ ნებისმიერი ვალუტის.
"როცა ფუნდამენტალურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინი, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


