კომენტარი
კვლევის ტენდენციასთან დაკავშირებით უფრო ღრმა კვლევის ჩატარებაა საჭირო - ნინო გვენეტაძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გამოეხმაურა კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 24 პუნქტით არის გაუარესებული.
შესაბამისი განცხადება, „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ 27 სექტემბერს გამოქვეყნებული 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშსზე დაყრდნობით გააკეთა, რომლის თანახმად, ბოლო 7 წლის განმავლობაში, წელს პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნულ რეიტინგში საქართველო წინსვლის ნაცვლად ჩამოქვეითდა.
„ჩვენ კვლევა ვნახეთ. ვნახეთ მეთოდოლოგია, რომელიც კვლევის პროცესშია გამოყენებული. ამ მონაცემების გაჟღერებას სხვადასხვა ინდიკატორები და გარემოებები განაპირობებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ეს მონაცემები არის საყურადღებო. ბუნებრივია, მიმდინარეობს მუშაობა სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდაზე. ამის დასტური არის დღესაც ნდობის ასამაღლებლად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა.
კვლევის ტენდენციასთან დაკავშირებით უფრო ღრმა კვლევის ჩატარებაა საჭირო, თუ რა მონაცემებზე დაყრდობით მიიღეს ეს მონაცემები. თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ კვლევის შედეგებს”,- განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გვენეტაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


