კომენტარი
კვირიკაშვილს ჰქონდა არჩევანი, ბევრად უფრო მშვიდი სცენარით წასულიყო - გია ხუხაშვილი
კვირიკაშვილმა პრეზიდენტობისკენ მიმავალი გზა თავად მოიჭრა და გაუგებარია რატომ ეპოტინება ასე ძალიან პრემიერ-მინისტრის პოსტს. მგონია, რომ მას გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული თავის თავზე გარკვეული ჯგუფების წინაშე, - ამ განცხადებას გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში გია ხუხაშვილი აკეთებს.
მისი თქმით, კვრიკაშვილმა "რაც არ უნდა ფეხები აბაკუნოს, ის სისტემურად დასრულებულია".
"კვირიკაშვილის ფეხების ბაკუნი გასაგებია. განსაკუთრებით ტრაგიკომიკური იყო ყვავ- ყორნებზე საუბარი, რადგან ყვავ- ყორნები ჩვენი კლასიკიდან გვახსოვს, მაგრამ იქ არწივი დაჭრილი იყო. ფაქტობრივად, მან აღიარა, რომ დაჭრილია, თუმცა სიმართლე გითხრათ, მის არწივობაში ეჭვი მეპარება. კვირიკაშვილს ისედაც მწირი გუნდი ჰყავდა. ალავიძე პირადად მასთან მოიაზრებოდა, თითო-ოროლა კაცი იყო და ისიც გამოეცალა. ამდენად, საუბარი, რომ ის მყარად ზის სასაცილოა. მეტიც, ის როგორც ფიგურა და რაღაცის შემოქმედი ამ ქვეყანაში, დამთავრებულია დიდი ხანია. დანარჩენი გაფორმების ამბავია. მე მინდა დავარწმუნო ის, რომ წლები არ დასჭირდება ამის გაფორმებას, ბევრად უფრო სწრაფად მოხდება, მაგრამ მას ჰქონდა არჩევანი, ბევრად უფრო მშვიდი სცენარით წასულიყო," - აცხადებს ხუხაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


