კომენტარი
ყველას ვალია გავიხსენოთ ის ადამიანები, ვინც იბრძოდა, რათა მტერი ქალაქში არ შემოსულიყო - დავით ნარმანია
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ყველას ვალია გავიხსენოთ ის ადამიანები, ვინც იბრძოდა, რათა მტერი ქალაქში არ შემოსულიყო.
ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს კოჯრის მისადგომებთან განუცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალს პატივი მიაგო.
“დღევანდელი დღე არის იმ ღირსეული ადამიანების მოგონების დღე, რომლებმაც თავი შესწირეს იმ ყველაფერს, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის შემდგომი განვითარება, თავისუფლება ჰქვია. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ მტერი ქალაქში არ შემოსულიყო, მტრისგან დაეცვათ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ გავიხსენოთ ეს ღირსეული ადამიანები, ამოვიდეთ ამ ადგილას, სადაც ისინი იბრძოდნენ და მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


