კომენტარი
ყველამ იცის, რომ ქართველები იმიტომ გააძევეს, რომ ჩემთან არიან დაკავშირებული - მიხეილ სააკაშვილი
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხიელ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან მასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური ნიშნით აძევებენ.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის News One-ის ეთერში განაცხადა.
„მე ახლა სწორედ იმ ქუჩაზე ვდგავარ, საიდანაც გუშინ ანტიტერორისტული ოპერაციის ორი გმირი გაიტაცეს. ესენი არიან მამუკა აბაშიძე და ვანო ნადირაძე. აქ არის ოთახი, სადაც ყველაფერი დაამტვრიეს, სისხლიანი პირსახოცი, ანუ ისინი სასტიკად სცემეს. სისხლის კვალია მთლიანად იატაკზეც. დააკავეს ჟურნალისტიც, რომელიც აქ სამი წელია მუშაობს.
შავშიშვილი საქართველოს წამყვანი და პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო ტელეკომპანიის რუსთავი2-ის თანამშრომელია. ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი და სხვა არანაირი როლი არა აქვს. ქვეყნიდან გაძევება რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ კანონი ირღვევა და ეს სასამართლოს მეშვეობით ხდება. მაგრამ ნორმალური მოვლენაა, როდესაც შედიხარ, ფიზიკურად უსწორდები, თავზე ტომარას აცმევ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტს და გყავს რამდენიმე საათი აეროპორტში, სადაც მათთან არც სამედიცინო დახმარებას და არც ადვოკატებს უშვებენ?
ყველამ იცის, რომ ისინი გააძევეს არა კანონდარღვევისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩემთან არიან დაკავშირებული. მე არ დავნებდები, რომც მომკლან ან რომც გამაძეონ. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“, -აღნიშნა სააკაშვილმა.
უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს რვა ადამიანი გააძევეს. ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
მონიკა დავლაინიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


