კომენტარი
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს - გედევან ფოფხაძე
ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს და მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ.
მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილი ძალიან ცინიკურია.
„რუსეთს აქვს ასეთი პოზიცია არჩეული, რომ როცა უნდა გვესაუბრება საერთაშორისო ნორმის სტანდარტებით. რეალურად ცხინვალში რომ ისაა ოკუპანტი და ავტორი იმ ანკლავის, რომელიც იქ შეიქმნა, ამ რეალობას რუსეთი არასდროს არ აღიარებს, მაგრამ ამ რეალობას ხედავს მთელი მსოფლიო. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მთელი ეს პროცესი მოვაქციოთ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც მოგვცემს საშუალებას, გავათავისუფლოთ მოქალაქეები ძალადობრივი რეჟიმისგან”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


