კომენტარი
ყველაფერი ის რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გაკეთდა რუსული სცენარის მიხედვით - გია ვოლსკი
საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებებს ჰააგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავისა და ზურაბიშვილის განცხადებების შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, გია ვოლსკი პასუხობს.
ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც არ წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელსაც მისი თქმით, მხარი დავით ბაქრაძემ და მთელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა.
ვოლსკი ამბობს, რომ ის, რაც მოხდა 2008 წელს და „რაც გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსული სცენარის განხორციელება იყო.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია სწორედაც მიუთითებს იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები კასეტური ჭურვებით დაბომბვის შემდეგ განხორციელდა და მოხდა ეს ფართო საომარი მოქმედებები.
ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც დათო ბაქრაძემ და მთელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველმა და ახალმა დაუჭირეს მხარი.
პრეზიდენტობის კანდიდატს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც საერთაშორისო დოკუმენტში არ არის ჩამოყალიბებული.
რუსეთი რას გამოიყენებს ეს რუსეთის საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ის რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, განხორციელდა და გაკეთდა რუსული სცენარის მიხედვით,“ - ამბობს გია ვოლსკი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


