კომენტარი
ყველა ზომებს ვიღებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად - ნინო გოგუაძე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით მივიღეთ უმძიმესი ინფორმაცია გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. საქმეზე ჩატარდება გამოძიება და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ გარდაცვალების შესახებ გარემოებების დასადგენად. ამასთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცევა. სახელმწიფო მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სამივე თავმჯდომარე მყისიერად იქნა ინფორმირებული ფაქტის შესახებ. ისინი ახლა საქართველოში იმყოფებიან და უახლოეს პერიოდში მათი სოხუმში ვიზიტისას, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ რომ, ცნობილი გახდა გალში ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის 29 წლის ირკალი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


