კომენტარი
ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია იმაზე, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის - გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მას მოუვიდა ინფორმაცია, რომ მთავრობა არჩევნების მეორე ტურის გაყალბებას აპირებს.
„ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია იმაზე, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის. პირველ ტურში გამარჯვების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამართლიანი პროტესტის ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი გვქონდა ცესკოსა და ე.წ. ხელისუფლების მიმართ, ჩვენ თავი შევიკავეთ და ვაგრძელებთ ცივილიზებულად, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში საარჩევნო კამპანიას.
მაგრამ მინდა ე.წ. ხელისუფლება გავაფრთხილო, არ გაბედოთ ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა, იმიტომ რომ თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შედეგები მოჰყვება ამას. გაფრთხილებთ, იმიტომ რომ ეს არც ოპოზიციის, არც ე.წ. ხელისუფლების, არც სახელმწიფოს ინტერესებში არაა. გაყალბებას არავის არ შევარჩენთ, გაფრთხილებთ. ჩვენ უკვე აღვკვეთეთ გაყალბება ყველა დიდ ქალაქში და იმავეს გავაკეთებთ დანარჩენ რეგიონებში“, - განაცხადა ვაშაძემ.
საპრეზიდენტო კანდიდატი გამოეხმაურა მის წინააღმდეგ მთავრობის მიერ შეწყალების უფლების საკითხის წამოწევას. ვაშაძემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამნისტიის უფლებას აუცილებლად გამოიყენებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ ქუთაისში, შეიწყალოს, უპირველეს ყოვლისა, დედები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ადამიანები, ვისაც აქვთ სამეურნეო დანაშაული ჩადენილი, ადამიანები, ვისაც რაღაც ზღვრამდე, სამოქალაქო საზოგადოება გვეხმარება ამ ზღვრის დადგენაში, ეკონომიკური დანაშაული. ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მათ შორის, ძალიან ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი, რომლებიც ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე არიან დაკავებულები ან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. აი, რას ვაპირებთ ჩვენ, რაც შეეხება ამნისტიასა და შეწყალებას“,- განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


