კომენტარი
ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნება პასუხისგებაში მიცემული - გიორგი გახარია ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე
როგორც თითოეული სამოქალაქო პირის, ასევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნება პასუხისგებაში მიცემული,- განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯაანში „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში, სადაც ველისციხეში დაპირისპირებისას დაშავებული 6 პოლიციელი მოინახულა.
„როგორც თოთოეული მოქალაქის, სამოქალაქო პირის, ისევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ყველა პირი, განურჩევლად მათი სტატუსისა, პოლიციელი იქნება ის, სამოქალაქო პირი, პარლამენტის წარმომადგენელი თუ პოლიტიკური პარტიის წევრი, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული. არავის აქვს უფლება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხელყოფის, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ ისინი. დღეს უკვე მიმდინარეობს თითოეული ქმედების სამართლებრივი შესწავლა და დაიწყება მოქმედებები“,- განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


