კომენტარი
ყველა ადვოკატს ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ყველაფერი მოხდეს მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით - მიხეილ რამიშვილი
ე. წ. ციანიდის საქმის ადვოკატები მოითხოვენ, რომ ჩვენებების მასმედიის საშუალებებით გავრცელების საქმეზე, მათი გამოკითხვა მოსამართლის თანამონაწილეობით მოხდეს, - განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, რომელიც თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ, ჰქონდა თუ არა მას შეხება გასაჯაროებულ ინფორმაციასთან.
"ვუთხარი რომ ყველა შეკითხვაზე პასუხს გავცემ მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით. მე მიყვარს უფრო კანონიერი წესი, ეს არის ჩემი არჩევანი, ეს არ არის ნდობა არ ნდობის საკითხი. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ჭეშმარიტების დადგენაში, უკეთესია. როგორც ვიცი მიმდინარეობს ყველა პირის დაკითხვა მათ შორის პროკურორების, ასევე ჟურნალისტებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების. ყველა ადვოკატს ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ყველაფერი მოხდეს მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


