კომენტარი
„კურიერი“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ აუდიოფირს აქვეყნებს, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილი ფიგურირებს
„კურიერმა“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფიგურირებს. ჩანაწერში სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია ოჯთ-ის დირექტორ ნიკოლოზ ასანიძეს უყვება, რომ „ომეგას საქმეზე“ კვირიკაშვილს მოუყვა, კვირიკაშვილს ამაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და ის ბიძინა ივანიშვილთან „ავარდა“, რის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა.
აღნიშნულ ეპიზოდზე „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმაც მოჰყვა „კვირის აქცენტებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. სწორედ ამას მოჰყვა ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ ლევან ყიფიანის სარდაფში ჩაკეტვა.
ლევან ყიფიანი: მითხრა რომ დაიჭირე ამასთან.
ნიკოლოზ ასანიძე: ბიძინას ------
ლევან ყიფიანი: კი, ოთართან დავიჭირე აი ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა ა მოვედი მივედი ოთარისთან ასე თუ ისე მე გაყოფილი მაქვს თავი შარში და ის პრობლემები რომლებიც იყო შექმნილი და რომელიც მე ეხლა ბიძინამაც შენიშვნა მითხრა რატომ არ მოხვედი ჩემთან რატომ მიხვედი სხვაგან რატო ისა და ასე ვთქვათ მე ავიღე ჩემ თავზე ეს უდარი.
ნიკოლოზ ასანიძე : საიდან გახმაურდა? როგორ იმას ქნა ეს ამბავი ერთხელ დამირეკე შენ და მითხარი რომ ...
ლევან ყიფიანი: მივედი პრემიერ მინისტრთან და ვუთხარი ესე და ესე და პრემიერ მინისტრი ავარდა იქა და უთხრა ესე და ესე რო რაღაცა ეს. ისე შენო რას პანიკობოესო ყველაფერიო...
ნიკოლოზ ასანიძე: ეს ოთარიმ გითხრა?
ლევან ყიფიანი: ეს მითხრა კვირიკაშვილმა.
ნიკოლოზ ასანიძე: არა ჯერ ოთარისთან გქონდა რაღაც დაძაბულობა.
ლევან ყიფიანი: დაძაბულობა უთხარი რომ რა გინდა მეთქი შენ? რა გინდა მეთქი შენ? მე და ზაზა ერთად მივედით ზაზას ელაპარაკა მე უთხარი რომ მე უთხარი, ზაზა არ არი მეთქი მერე მე მივედი მარტო ზაზა არ წამომყვა და მივედი მარტო. ნუ იქაც მოხდა შელაპარაკება.
ნიკოლოზ ასანიძე: შაბათს მირეკავდი რაღაც მინდა გითხრაო და მერე ბავშვთან ვარ ეხლაო გასვენებაში ვიყავი.
ლევან ყიფიანი: კი, კი ხოდა მაგას გიყვები ხოდა მაგას გიყვები. მერე მოხდა ისე რო იქ ბიძინამაც ჩაერთო მეორედ, არა მეთქი ყველაფერი მოვაგვარე, ჩვენი საერთო მეგობარი ჩადგა შუაში ანუ ის დაძაბულობა მოიხსნა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


