კომენტარი
ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში - კახა კოჟორიძე
კომენტარი. გიორგი ანდრიაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კახა კოჟორიძე, საქართველოს მოქალაქეობა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ანდრიაძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ ის პროცედურები განმარტა, თუ როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ მარგველაშვილი "საქართველოს ერთიანობის მტრებს - თურქეთის მოქალაქეებს" ორმაგ მოქალაქეობას ანიჭებს.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, უმძიმესი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს პრეზიდენტის აბსოლუტურად აბსურდული კრიტიკით. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა იქნება ინდულგენცია. ჩვენ არასოდეს მსგავს აბსურდებს არ ვპასუხობთ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენც და ალბათ, საზოგადოებაც თუ რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში,"- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
გიორგი ანდრიაძემ საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საუბრობს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა ისეთ პირს, რომელიც „საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერია, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი, იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას“.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


