კომენტარი
კრიტიკულ შეფასებებზე სასამართლოს არ აქვს პრეტენზია - ნინო გვენეტაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება სანქციების მომხრე არ არის.
როგორც გვენეტაძემ მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესების ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლების სურვილია იყოს დიალოგი საზოგადოებასთან და ჟურნალისტთა კორპუსთან იმ საკითხებზე, რაზეც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
“დიალოგის მიზანი არის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება და სამართლებრივი მართლშეგნების მაღალი სტანდარტი, რომელიც უნდა გააჩნდეს როგორც საზოგადოებას, ასევე მედიას და მოსამართლეებს. მოსამართლეებს, ბუნებრივია, გააჩნიათ იმ იდეალების და პრინციპების შესასრულებლად, რომელსაც ჰქვია მართლმსაჯულების დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის დაბრუნება სასამართლო სისტემისადმი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება”, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის მკვეთრ ზღვარს მხოლოდ საკუთარი პრაქტიკითა და ეთიკური სტანდარტების გამოყენებით დაადგენს.
“კრიტიკულ შეფასებებზე სასამართლოს არ აქვს პრეტენზია და ბუნებრივია, ეს უნდა არსებობდეს. რაც შეეხება შეურაცხმყოფელ შეფასებას, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რაც შეიძლება თავშეკავებული კრიტიკის ზღვარში დარჩეს, რათა არ დავწიოთ მართლშეგნების დონე და არ გავაუარესოთ ეთიკური სტანდარტები”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


