მსოფლიო
კრემლში უარყოფენ, რომ რუსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გავრცელებული ჭორი ვადამდელი საპრეზიდნეტო არჩევნების ჩატარების შესახებ, კატეგორიულად უარყვეს.
„საუბრები პრეზიდენტის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ - მათი გამოჩენის მომენტიდან, სრული სისულელე იყო“,-განუცხადა ჟურნალისტებს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, წერს РиаНовости.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო კამპანიის დაწყება, კანონით განთვალისწინებულ ვადებში მოხდება.
რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 მარტს გაიმართება. რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო კამპანიის დაწყება არაუგვიანეს 2017 წლის 9 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესახებ ეჭვები მედიაში რუსეთის ლიდერის მიერ 23 დეკემბერს პრესკონფერენციაზე გაკეთებული ორაზროვანი განცხადების შემდეგ გაჩნდა.
მაშინ ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის მიერ დასმული შესაბამისი შინაარსის კითხვაზე უპასუხა, რომ ვადამდელი არჩევნების გამართავა „შესაძლებელია, თუმცა არ არის მიზანშეწონილი“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


