მსოფლიო
კრემლი ცდილობს აფხაზური სცენარი გაითამაშოს დონბასში - პავლო კლიმკინი „მალარასიაზე“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ტვიტერის საკუთარ გვერდზე, უკრაინელი სეპარატისტების მიერ ახალი სახელმწიფოს „მალარასიის“ შექმნის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.
კლიმკინის თქმით, კრემლი დონბასში აფხაზური სცენარის გამეორებას ცდილობს.
„მაშინ, როცა უკრაინული დელეგაცია იმყოფება თბილისში, კრემლი ცდილობს, აფხაზური სცენარი გაითამაშოს დონბასში. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ამას არ დავუშვებთ“, - დაწერა კლიმკინმა.
შეგახსენებთ, უკრაინის სეპარატისტული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან გაერთიანებით შეიქმნა ახალი სახელმწიფო „მალარასია“. მისი თქმით, „მალარასია“ უკრაინის შემცვლელი სახელმწიფოა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


