მსოფლიო
კრემლი ამჟამად მეზობლებზე თავდასხმის სცენარს ამუშავებს - ლიტვის პრეზიდენტი
რუსეთის დელეგაციამ დატოვა გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზი ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს გამოსვლის წინ. პროტესტის მიზეზი გახდა გრიბაუსკაიტეს კრიტიკა რუსულ-ბელორუსული ერთობლივი სამხედრო სწავლების „Запад-2017“-ის მიმართ.
ლიტვის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი ამ სწავლებებით მეზობლებზე თავდასხმისთვის ემზადება.
„კრემლი ამჟამად მეზობლებზე თავდასხმის სცენარს ამუშავებს. ისინი ამზადებენ თავიანთ სამხედროებს, რომ თავს დაესხას დასავლეთს. მსგავსი სწავლებები არის ინფორმაციული ომის ნაწილი, რომელიც მიმართულია გაურკვევლობისა და შიშის გასავრცელებლად. მეტიც, ჩვენ გვაღელვებს, რომ „Запад-2017“ არის სიმპტომი, რომ კრემლი უძლურია, დაძლიოს თავისი ზიზღი დასავლეთისადმი“, -განაცხადა გრიბაუსკაიტემ გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლიტვის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა კრემლის აგრესია საქართველოზე და ყირიმის ანექსია.
„რუსეთი არღვევს გაეროს დადგენილებას, ის თავს დაესხა საქართველოს, უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და პირდაპირ მონაწილეობს უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე ომში“, -აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.
ლიტვის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბელორუსიაში, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსიდან 40 კილომეტრში ატომური ელექტროსადგური შენდება, რასაც გრიბაუსკატემ რუსეთის „გეოპოლიტიკური იარაღი“ უწოდა.
ლიტვის პირველმა პირმა მოუწოდა გაეროს წევრებს, აღარ იყვნენ პასიური დამკვირვებლები და შეცვალონ ორგანიზაციის მიდგომა აგრესორებისადმი.
„ჩვენ უნდა შევცვალოთ გაერო, ეს უნივერსალური უნიკალური ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მსოფლიო ომისგან დაიცვას. ჯერჯერობით ამ მიზანს ვერ უმკლავდება. ახლა არჩევანის წინაშე ვართ: ან მივცემთ ამ ორგანიზაციას ხმას, რათა მან გაიმარჯვოს შეურაცჰყოფასა და დაცინვაზე, ან ეს ორგანიზაცია ისტორიას ჩაბარდება და უსარგებლო გახდება“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.
რუსეთისა და ბელორუსიის ერთობლივი სამხედრო სწავლებები „Запад-2017“ 14 სექტემბერს დაიწყო და დღეს სრულდება. ოფიციალურად მასში მონაწილეობა 13 ათასამდე ჯარისკაცი იღებს, თუმცა არაოფიციალური მონაცემები ბევრად უფრო მეტ სამხედროზე - 100 ათას ადამიანამდე მიუთითებს. სწავლებები ორ ეტაპად ტარდება - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასა და ბელორუსიის შვიდ პოლიგონზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


