კომენტარი
ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში დაცული იყოს მედია პლურალიზმი - მამუკა ბახტაძე
არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
„ჩვენ ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში დაცული იყოს მედია პლურალიზმი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება გახლავთ ის, რომ საქართველოში ჩვენ მოვიტანეთ მედია პლურალიზმი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატება.
რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნესს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი. არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩვენ ვართ ყველა მეწარმის გვერდით, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს დაასაქმებს და ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. მე პირადად გამოვხატავ სიმპათიას ყველა მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, სახელმწიფო ყოველთვის არის მოწადინებული იმაზე, რომ კომერციულ საქმიანობას დაუდგეს გვერდით, თუ ვერ იხდის გადასახადებს, მისცეს მას ისეთი კომფორტული გადახდის გეგმა, რომ შენარჩუნებული იქნას საწარმო. ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ამის დემონსტრირება მოახდინა. შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაავადა ის გადასახადები, რაც ასეთ დროს ხდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ჟურნალისტებს „იბერიას“ საქმეზე „კურიერის“ მიერ დღეს გასაჯაროებულ ახალ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც სურდათ პრემიერ-მინისტრის კომენტარის მიღება, თუმცა პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან საუბარი აღარ გააგრძელა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


