კომენტარი
ყოველდღიურად ინფორმაციის ღიად გაცემით, ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით - დიმიტრი ხუნდაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ინფორმაციის გაცემით, საზოგადოება ცეცხლს ეთამაშება.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხუნდაძემ აღნიშნა, ამ ინფორმაციას ბევრი დაინტერესებული მხარე მოიხმარს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„ჩემი განცხადების ადრესატები არიან ის პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები და მათ შორის მედიაც, ვინც დეტალების გასაჯაროებას ითხოვს. რა თქმა უნდა, საზოგადოება ინფორმაციას უნდა ფლობდეს, თუმცა არ იმ დოზით, როგორითაც ითხოვენ.
ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
ვფიქრობ, ამ საკითხზე ყოველდღიურად ინფორმაციის ღიად გაცემით, ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით. ამ ინფორმაციას მოიხმარს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ბევრი დაინტერესებული მხარე. თუ რომელიმე პოლიტიკოსს, მაინცდამაინც სურს ცეცხლთან თამაში შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი და არა ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების ფასად, ქვეყნის უსაფრთხოებას პოლიტიკური დივიდენდებისთვის ნუ გამოიყენებთ. ამ თემაზე შეგვიძლია მხოლოდ დახურულ ფორმატში ვისაუბროთ, გავთავისუფლდეთ ვიწროპარტიული ინტერესებისგან და ვიზრუნოთ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, რომელიც თითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე გადის!“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


