კომენტარი
კორუფციასთან ბრძოლაში არავისი დაზოგვა არ შეიძლება და არავისზე ხელის დაფარება, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი - ეკა გიგაური „იბერია ტვ“-ზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „ტვ იბერიის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ ტელეკომპანიის საქმით სუს-ი უნდა დაინტერესდეს. კერძოდ, საუბარია მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, რომლებშიც ფიგურირებენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე.
„ამ საქმით უნდა დაინტერესდეს სუს-ი, იმიტომ რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სუს-ია პასუხისმგებელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. შესაბამისად, ეს გამოძიება, ცხადია, რომ ზედამხედველი შეიძლება იყოს პროკურატურა, მაგრამ უნდა იყოს სუს-ის წარმართული.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ სისტემაზე, რა სისტემაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს ანტიკორუფციული სამსახური სუს-ში არ უნდა იყოს. სუს-ი თავისი ფუნქციიდან გამომდინარე უფრო დახურული უწყებაა, ამიტომ ბევრ ინფორმაციას იქიდან ვერც გამოიტან და ამის გაკეთება ძალიან რთულია. ჩვენი ბევრი რეკომენდაციის მიუხედავად, ეს ანტიკორუფიული სამსახური მაინც სუს-ში დატოვეს, შეიძლება იმ მიზნითაც, რომ ასეთი მაღალი დონის კორუფციაზე როცა იქნება გამოძიებები, მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდეს.
ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი თუ დადასტურდა, ეს მართლა საგანგაშო რამ არის, იმიტომ რომ ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ჩვეულებრივი ქრთამის მიცემაზე, აქ ვსაუბრობთ გავლენებით ვაჭრობასა და უზარმაზარ თანხებზე. ეს, რა თქმა უნდა, აზარალებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, ჩვენს ბიუჯეტს, თუკი ასეთი რაღაცები ხშირად ხდება და , რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს“, -თქვა გიგაურმა.
კითხვაზე რამდენად ადეკვატურია მმართველი გუნდის პასუხები „ტვ იბერიასთან“ დაკავშირებით, გიგაურმა უარყოფითად უპასუხა.
„არა, მე მგონია, არ არის, იმიტომ რომ, თუკი ხელისუფლების ინტერესებშია ამ საქმესთან და სხვა სამქეებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა და თუკი ხელისუფლების ინტერესია, ელიტურ კორუფციას ებრძოლოს და ეფექტური ნაბიჯები გადადგას, ეს ნაბიჯები უნდა გადაედგათ აქამდე და ეს უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არავინ არ უნდა დაიზოგოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ჩვენი ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, რომ ამ ბრძოლაში არავისი დაზოგვა არ შეიძლება და არავისზე ხელის დაფარება, ვიცნ არ უნდა იყოს ეს ადამიანი“, -თქვა გიგაურმა.
კითხვაზე, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი „იბერია“ შეწყვეტს მაუწყებლობას, გიგაურმა უპასუხა, რომ თუკი სათანადო გამოძიებო არ ჩატარდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
გიგაურმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ შეიქმნა სათანადო გარემო ტელევიზიებისთვის, რათა მათი ფუნქციონირება არ იყოს მიბმული სხვა ბიზნესებზე.
„რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი რამ. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ მივაღწიეთ, რომ თავის თავად ტელევიზიები მხოლოდ და მხოლოდ არსებობდნენ სარეკლამო შემოსავლებით. ძალიან რთულია ტელევიზიებისთვის, რომ ეს დამოუკიდებელი შემოსავალი მიიღონ და „იბერიის“ შემთხვევაში, თქვენ ბევრწილად სხვა ბიზნესებიდან მიღებულ შემოსავალზე ხართ დამოკიდებული, რაც თავის თავად არის ძალიან ცუდი რამ , იმიტომ რომ, როცა შემოსავლის ალტერნატიული წყაროები არაა, თქვენ იქნებით ყველა იმ პროცესის გავლენის ქვეშ, რომელშიც შეიძლება ჩაერთოს თვითონ ის ბიზნესი. მაგალითად, ეს კომპანია [ომეგა ჯგუფი]. აქ არის ძალიან რთული საკითხი, თავის თავად ნებისმიერი ხელისუფლების პრობლემაა, რომ ვერ მოხერხდა ისეთი გარემოს შექმნა, რომ დამოუკიდებლად იფუნქციონირონ ტელევიზიებმა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნოს, რომ თუკი გამოძიება არ ჩატარდება და სიმართლე არ დადგინდება ამაზე, ცხადია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ კითხვები არის და მათზე პასუხი უნდა გაეცეს.
ჟურნალისტების უფლებები ჩვენთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამწუხარო არის ხოლმე, რომ სამუშაო უფლებები ასევე არაა დაცული ამ ქვეყანაში და ესაა ძალიან ცუდი“, -აღნიშნა გიგაურმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


