კომენტარი
კონსტიტუციაზე მომუშავე გუნდმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც ვენეციის კომიის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა- გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მიღებული კონსტიტუცია არის უდიდესი შრომის შედეგი. მისი თქმით, საპარლამენტო გუნდმა დიდი სამუშაო ჩაატარა, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო ისეთი, როგორიდაც არის მიღებული.
მისივე თქმით, კონსტიტუციაზე მომუშავე გუნდმა, მუშაობის დასრულების შემდეგ ბევრი შენიშვნა გაითვალისწინა, მათ შორის გადადგა ისეთი ნაბიჯები,რომელიც ვენეციის კომისიის მიერ არ იყო მოთხოვნილი.
„მე ობიექტურად მინდა ვთქვა, რომ კონსტიტუცია რომელიც ჩვენ მივიღეთ, გახლავთ, უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი შრომის შედეგი. საპარლამენტო გუნდმა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მართლაც და ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა იმისათვის, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო ისეთი, როგორადაც არის მიღებული.
მთლიანი ეს სამუშაო იყო ერთი დიდი ჩართულობის მაგალითი და ძალიან ბევრი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა მმართველი პარტიის მხრიდან კომისიის მუშაობის განმავლობაში. შემდგომაც, კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ, არაერთი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. ის ბოლო სამი ნაბიჯი, რომელიც არ არის მოთხოვნილი, ხაზს ვუსვამ, ვენეციის კომისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვდგამთ - არის 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე ბარიერის დაწევა, ეს არის პარტიული ბლოკების კიდევ ერთხელ დაშვება ერთი რაუნდით და ეს არის კიდევ ის საკითხი, რომელიც ეხება ბონუსის სისტემაზე მთლიანად უარის თქმას. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯი.
ნუ ვიწინასწარმეტყველებთ იქნება ვეტო -არ იქნება ვეტო. ჩვენ ჩვენი ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ“,-განმარტა პრემიერმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


