მსოფლიო
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მომზადებული წესდება დაამტკიცა
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინასწარი წესდების პროექტი მოამზადა. ამის შესახებ წერია მსოფლიო საპატრიარქოს საბოლოო კომუნიკეში.
დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ მანამდე მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში, რომელიც გულისხმობს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, და კონსტანტინოპოლისგან ტომოსის ბოძებას, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა უკრაინის ეკლესიის საკონსტიტუციო ქარტია შეადგინა.
ამავე დროს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დაამტკიცა უკრაინის ეკლსიისთვის ტომოსის გადმოცემის ტექსტი, ხოლო მსოფლიო პატრიარქი ბართლომე გამაერთიანებელი სხდომის თარიღს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
„მიღებულია ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის შესახებ. უკრაინის ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ ტომოსის ტექსტი დამტკიცებულია. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება გამაერთიანებელი სხდომის მოწვევის შესახებ. მისი ჩატარების თარიღს მალე მსოფლიო პატრიარქი ბართლომე გამოაცხადებს“, -განაცხადა პოროშენკომ.
ცნობისთვის, 2018 წლის 11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, გადასცეს ტომოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ახლა კიევში უკრაინული სამღვდელოების ( მასში შედის უკრაინაში არსებული სამი განშტოების - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის პატრიარქატის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატისა და უკრაინის ავტოკეფალური მართლამდიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების) გამაერთიანებელი კრება უნდა ჩატარდეს, რომლებშიც სამღვდელოება აირჩევს თავის მეთაურს, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ტომოსს გადასცემს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


