უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

5 იანვარი, 2026 09:20
font-size

კოლუმბიაც ძალიან ავადაა, მას მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აწარმოებს და შეერთებულ შტატებში ყიდის, დიდხანს ვეღარ გააკეთებს ამას - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიის მთავრობას „ავადმყოფი ადამიანი მართავს“.

„ჩვენ გვყავს ძალიან ავადმყოფი მეზობელი, ის მეზობლად შეიძლება ჩაითვალოს და ეს არის ვენესუელა. კოლუმბიაც ძალიან ავადაა. მას მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აწარმოებს და შეერთებულ შტატებში ყიდის. ის დიდხანს ვეღარ გააკეთებს ამას. მას აქვს კოკაინის ქარხნები და ფაბრიკები. დიდხანს ვეღარ შეძლებს ამას“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვა, ჩაატარებს თუ არა შეერთებული შტატები ოპერაციას კოლუმბიაში.

„კარგად ჟღერს ჩემთვის. იცით რატომ? რადგან ისინი ბევრ ადამიანს კლავენ“, – უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, კუბა კოლაფსის პირასაა.

„კუბა გამოიყურება ისე, თითქოს მზადაა დაცემისთვის. არ ვიცი, გაუძლებენ თუ არა, მაგრამ კუბას ახლა შემოსავალი არ აქვს. ყველა შემოსავალს ვენესუელიდან იღებდნენ, ვენესუელის ნავთობიდან. ამას აღარ იღებენ. კუბა სიტყვასიტყვით მზადაა დაცემისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, განიხილავს თუ არა აშშ სამხედრო ქმედებებს კუბაში.

„ვფიქრობ, უბრალოდ დაეცემა. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ქმედება გვჭირდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მისივე თქმით, მექსიკას „კარტელები მართავენ“.

„სხვათა შორის, მექსიკასთან დაკავშირებითაც რაღაც უნდა გაკეთდეს. მექსიკამ უნდა მოიწესრიგოს საკუთარი თავი, რადგან მექსიკის გავლით ყველაფერი შემოდის. ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ. მექსიკას კარტელები მართავენ. არ არის სასიამოვნო ამის თქმა, მაგრამ კარტელები მართავენ მექსიკას“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი