მსოფლიო
ყოფილ ბანკირს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედავებოდა, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ ცნო Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრის ლესკადრონი, რომელსაც ბრალად ედებოდა ფინანსური მაქინაციები, რომლის შედეგად მისი კლიენტებს 143 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (152 მილიონი დოლარის) ზარალი მიადგათ. 6 დაზარალებულს შორის აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ლესკადრონს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული საქმის განხილვა 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბრალდებული უარყოფდა რამე სარგებლის მიღებას უკანონო გარიგებებიდან, თუმცა მოსამაართლე ალექსანდრა ბანას მტკიცებით, ლესკადრონმა მაქინაციების შედეგად 30 მილიონი ფრანკი მიისაკუთრა.
Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი 2015 წლის იანვარში დააკავეს მას შემდეგ, რაც პროკურორებმა დაიწყეს იმის გამოძიება, თუ როგორ აწარმოებდა ის უკანონო შესყიდვებს და აყალბებდა დოკუმენტაციას, რათა დაემალა მისი კლიენტების დანაკარგები.
სასამართლომ ლესკადრონს 130 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით ზიანის ანაზღაურება და კლიენტებისთვის კომპენსაციის სახით 22 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდა დააკისრა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


