კომენტარი
კითხვები იმ ჟურნალისტებს და ე.წ ექსპერტებს უჩნდებათ, რომლებიც თავად არიან ჟანგბადი ტერორისტებისთვის - ნიკა ლალიაშვილი
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გამართული უსაფრთხოების სისტემა მუშაობს.
ამის შესახებ ლალიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არავითარი შეკითხვები არ მაქვს, პირიქით, მინდა მივულოცო საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს ბრწყინვალედ ჩატარებული სპეცოპერაცია. ძალიან ბევრი, ძლიერი ქვეყნის სპეცსამსახური ინატრებდა ასე იუველიურად ჩატარებულ ოპერაციას, რომლის შედეგად საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა.
დამატებითი შეკითხვები უჩნდებათ მხოლოდ იმ ჟურნალისტებს და ე.წ ექსპერტებს, რომლებზეც მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა, რომ სწორედ ისინი არიან ჟანგბადი ტერორისტებისთვის. რაც მეტი დამატებითი შეკითხვა გაჩნდება, მით უფრო ცხადყოფს რომ ჩვენი საზოგადოება არ არის მომწიფებული იმისათვის, რომ ებრძოლოს ტერორიზმს.
შეკითხვები თუ არის, ყველა შეკითხვას, ძალიან სწორად დაგეგმილად გაეცა პასუხი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
რაც შეეხება არალეგალურ შემოსვლას, იმდენად დილეტანტურია ამაზე ლაპარაკი, რომ ძალიან შორს წაგვიყვანს. ძალიან მოკლედ გეტყვით, არალეგალური გადაადგილება, მათ შორის არა მარტო ადამიანების, არამედ ტვირთებისა, შეიძლება ეს ტვირთი იყოს იარაღი, ან ნარკოტიკი - არის უდიდესი პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც.
მხოლოდ რუსეთთან ჩვენ გვაქვს პატარა პანკისის მონაკვეთში, დაახლოებით 150-მდე სამთო ბილიკი, რომელთა გაკონტროლება ფიზიკურად ვერ ხერხდება. ეს არის ურთულესი მონაკვთები. სხა ქვეყნებთანაც საზღვრის აბსოლუტური გერმეტიზაცია არის თითქმის შეუძლებელი. შესაბამისად, ამაზე სპეკულირება უბრალოდ დილეტანტიზმია, თუ კიდევ უფრო შორს არ წავალთ შეფასებებში.
ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ფაქტებს და ფაქტები მეტყველებენ იმაზე,რომ საქართველოში მუშაობს გამართული უსაფრთხოების სისტემა“,-განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


