მსოფლიო
ყირიმი უკრაინას არასდროს არ ეკუთვნოდა - მარი ლეპენი
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და “ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა მარი ლე პენმა გაზეთ “იზვესტიასთან“ განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს.
“იმ რეფერენდუმის შემდეგ, რომელმაც აჩვენა ხალხის მზადყოფნა რუსეთთან შესაერთებლად, მეც ასევე ვაღიარებ ყირიმს რუსეთის ფედერაციის ნაწილად. ყირიმის ყოფნა უკრაინის შემადგენლობაში მხოლოდ ადმინისტრაციულ საკითხს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის დროს, ის უკრაინას არასდროს არ ეკუთვნოდა“, - განაცხადა ლე პენმა და დასძინა, რომ, სამწუხაროდ, 2014 წელს მსოფლიო საზოგადოებამ და ნატომ ეს რეფერენდუმი “არ აღიარეს“.
ლე პენის საპრეზიდენტო გეგმებში ასევე შედის ანტირუსული სანქციების გაუქმება. მისი თქმით, “დიპლომატიაში ეს საკმაოდ სულელური მიდგომა“ და უსაფუძვლოა, თუკი მისი მიზანი “ფრანგი ფერმერების გაკოტრება“ არ იყო.
ინტერვიუში “ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების შესახებ. ის არ გამორიცხავს Frexit-ის ვარიანტს, თუკი ევროკავშირი მის პირობებს არ დათანხმდება:
“ყველაფერი იქნება დამოკიდებული მოლაპარაკებებზე, რომლებსაც ჩემი არჩევის მეორე დღესვე დავიწყებ. უკვე 6 თვის შემდეგ მივიღებ რეფერენდუმის შედეგებს საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ და მის წარდგენას შევძლებ. თუკი ევროკავშირი მზად იქნება, საფრანგეთს სრული სუვერენიტეტი მიანიჭოს (ტერიტორიული, ფისკალური, ფინანსური და საკანონმდებლო), მაშინ მთელი ძალით ამას დავუჭერ მხარს. თუკი ევროკავშირი უკომპრომისო პოზიციას დაიკავებს ამ საკითხზე, რაც, ალბათ, ასეც იქნება, მხარს დავუჭერ Frexit-ს“,-განაცხადა ლე პენმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2 ტურად გაიმართება - 23 აპრილსა და 7 მაისს. საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, მეორე ტურში გასვლის შანსი მარი ლე პენის გარდა აქვს მის კონკურენტს, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის “რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში გამარჯვებულსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ფრანსუა ფიიონს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


