მსოფლიო
ყირგიზეთის ტერიტორიიდან რუსული ბაზა უნდა გავიდეს - ალმაზბეკ ატამბაევი
ყირგიზეთს პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის განცხადებით, რუსეთი ყირგიზეთის სტრატეგიული პარტნიორი დარჩება, თუმცა, სამხედრო კუთხით, რესპუბლიკამ საკუთარ ძალებს უნდა ეყრდნობოდეს.
ამის შესახენ ატამბაევმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, სამხედრო ბაზა „განსის“-თან დაკავშირებით სწორად მოვიქეცით, მოსწონს ეს თუ არ მოსწონს ვინმეს. ხუთი წელი გავიდა და დრომ გვიჩვენა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ყირგიზეთი, მომავალში მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა ეყდნობოდეს. ეს რუსულ ბაზასაც ეხება“,-აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეთანხმების ვადის ამოწურვასთან ერთად, რუსული ბაზა ყირგიზეთის ტერიტორიიდან „უნდა გავიდეს“.
„რასაკვირველია ეს შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ ჩემი აზრი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინამდე მივიტანე, და მან გამიგო“, -აღნიშნა ალმაზბეკ ატამბაევმა.
ცნობისთვის, ყირგიზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ოთხი სამხედრო ობიექტია განლაგებული: ოდკბ-ს კოლექტიური ძალების სწრაფი რეაგირების საავიაციო ბაზა, საწვრთნელი სამხედრო-საზღვაო ბაზა, საკვანძო კავშირი და ავტონომიური სეისმური პუნქტი.
ყირგიზეთმა და რუსეთმა, 2009 წელს, შეთანხმების ვადა, 49 წლით გაახანგრძლივეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


