მსოფლიო
კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა შეიძლება, გაუქმდეს
ჩრდილოეთ კორეა იმუქრება, რომ შესაძლოა, 12 ივნისისთვის დაგეგმილი კიმ ჩენ ინისა და მისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის შეხვედრა აღარ შედგეს, თუკი აშშ ისევ დააძალებს ფხენიანს, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.
ჩრდილოკორეულ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიმ კაი-გვანმა დაადანაშაულა ვაშინგტონი ბოროტი ზრახვების დამალვაში.
განცხადებაში წერია, რომ „თუკი ჩვენგან ცალმხრივად ისევ მოითხოვენ ბირთვულ იარაღზე უარის თქმას, ჩვენ მოლაპარაკებებისადმი ინტერესი აღარ გვექნება“ და „ჩვენ გადავიფიქრებთ“ 12 ივნისის შეხვედრაზე დასწრებას.
კიმ კაი-გვანის თქმით, ფხენიანს „დიდი მოლოდინები“ ჰქონდა, თუმცა „ძალიან ცუდია, რომ აშშ მოლაპარაკებების წინ სასაცილო განცხადებების ფრქვევით ჩვენს პროვოცირებას ახდენს“.
მანამდე ფხენიანმა კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის შეხვედრა გააუქმა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო. ეს განპირობებული იყო აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო სწავლებით. ჩრდილოეთ კორეამ ის სამხედრო პროვოკაციად შერაცხა, რომელიც ზიანს აყენებს მის დიპლომატიურ ძალისხმევას.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


