მსოფლიო
კიევში, უმაღლეს რადასთან აქცია გრძელდება, ადგილზე 50-მდე კარავია გაშლილი
კიევში, უმაღლესი რადას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება.
პარლამენტის შენობასთან 50-მდე კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში დემონსტრაციის ადგილზე იმყოფებოდნენ.
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის განცხადებით, სამართალდამცველები მომიტინგეების დარბევას არ აპირებენ.
აქციის მონაწილეებმა კი მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რომ მზად არიან პარლამენტის შენობასთან იმდენი ხანი ხანი დარჩნენ, ვიდრე დეპუტატები მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.
ამჟამად სამთავრობო კვარტალთან მისასვლელი ყველა ქუჩა გადაკეტილია, პერიმეტრს პოლიცია და ეროვნული გვარდია აკონტროლებს.
უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო, რომლის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები „სამოპომიჩ“, „ბატკივშჩინა“, „ახალ ძალთა მოძრაობა“, „5.10“, „სვობოდა“, ეროვნული კორპუსი და მოხალისეთა კორპუსი „პრავი სექტორ“ არიან.
ოპოზიცია სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, საარჩევნო კანომდებლობაში ცვლილების შეტანას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


