მსოფლიო
კიევში მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს
კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ძმა - დავით სააკაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, დავით სააკაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სახლიდან გამოდიოდა.
„დღეს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა მინისტრის ავაკოვის 8 წარმომადგენელმა ჩემი ძმა - დავით სააკაშვილი იმ დროს დააკავა, როდესაც ის კიევში საკუთარი სახლიდან გამოდიოდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ის იურისტია, მას უკრაინაში ცხოვრების ნებართვა ქონდა. როგორც ჩანს, ასეთი მეთოდებით ცდილობენ ჩემზე გავლენის მოხდენას, რომ დაბრუნება გადავიფიქრო. ცუდად მიცნობთ, პირიქით, ეს ვითარება უფრო გააძლიერებეს ჩემს მტკიცე განზრახვას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისა და მათი განუკითხაობისგან“,-დაწერა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა სოციალურ ქსელში იმ ავტომობილის ფოტოსურათიც განათავსა, რომლითაც, მისი მტკიცებით, დავით სააკაშვილი წაიყვანეს.
მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


