მსოფლიო
კიევში ამერიკის საელჩოს შენობასთან აფეთქება მოხდა
კიევში, ამერიკის საელჩოს შენობასთან, გვიან ღამით, აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაცია კიევის პოლიციის Facebook გვერდზე განთავსდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველმა ორგანოებმა აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს. პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც უცნობმა საელჩოს ტერიტორიაზე ისროლა.
თუმცა, დღეს, აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მოეხსნა და „ბოროტ ხულიგნობაში“ გადაკვალიფიცირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „112 Украина“ ქვეყნის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნივთი, რომელიც საელჩოს ტერიტორიაზე შეაგდეს, ზიანს ვერავის მიაყენებდა. ამის გამო, ინციდენტის კვალიფიკაცია შეიცვალა როგორც ბოროტი ხულიგნობა“,- განაცხადა სერგეი კნიაზევმა.
თავად ამერიკის საელჩოს მომხდარს ტერაქტად არ განიხილავს. ამის შესახებ საელჩოს Facebook-ის გვერდზე დაიწერა.
„საელჩოს თანამშრომლები და ქონება ამ აფეთქების შედეგად არ დაზარალებულან. ჩვენ ამ ინციდენტს არ განვიხილავთ, როგორც ტერორისტულ აქტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


