მსოფლიო
კიევის ცენტრში, დუმის ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი დენოს ვორონენკოვი მოკლეს (ვიდეო)
კიევის ცენტრში, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლის ანდრეი კრიშჩენკოს განცხადებით, სასტუმრო „პრემიერ პალას“-თან ორმხრივი სროლა გაიმართა, რა დროს დეპუტატი იქნა მოკლული, კიდევ ორი პირი დაჭრილი.
როგორც რუსეთის დუმის კიდევ ერთმა ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ილია პონომარიოვმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, დენის ვორონენკოვი მასთან შესახვედრად მიდიოდა.
პონომარიოვის თქმით, ვორონენკოვი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ძალიან საშიში ადამიანი იყო.
„დენის ვორონენკოვი პრემიერ პალასთან იქნა მოკლული. ის ჩემთან შესახვედრად მოდიოდა. სიტყვები არ მყოფნის. სასტუმროს დაცვამ თავმდამსხმელის დაჭრა მოახერხა. ვერსია ცხადია - ვამბობდი, რომ ვორონენკოვი თაღლითი კი არა, გამომძიებელია, და რუსეთის ძალოვანებისთვის ძალიან საშიშია“,-დაწერა პონომარიოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს უკვე აცნობეს ვორონენკოვის მკვლელობის ამბავი.
ამასთან ჟურნალისტებმა პესკოვს თხოვეს, მომხდარზე კომენტარი გააკეთოს, რაზეც პუტინის პრეს-მდივანმა აღნიშნა „ეს ჩვენი თემა არ არის, რა კომენტარი უნდა გავაკეთო“.
დენის ვორონენკოვი რუსეთიდან საცხოვრებლად უკრაინაში იყო გადასული, მას შემდეგ რაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
ილია პონომარიოვმა კი, 2014 წელს, რუსეთის დუმაში ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელიც ყირიმის ანექსიის წინააღდეგ გამოდიოდა. 2016 წელს პონომარიოვი უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


