მსოფლიო
კიევის პატრიარქ ფილარეტზე თავდასხმა იგეგმებოდა
კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქ ფილარეტზე თავდასხმა იგეგმებოდა. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო იუწყება.
წმინდა სინოდის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ 25 მაისს საერო ტანსაცმელში გამოწყობილი, უშტატო ეპისკოპოსი სევასტიანი (მიხეილ) ვოზნიაკი, თავის ვაჟთან ერთად, პატრიარქ ფილარეტის რეზიდენციაში მივიდა და ცდილობდა მის ოთახში შესვლას. იმ დროს ფილარეტი ვახშმობდა, ხოლო ფეხის ხმაზე დერეფანში მსახური ქალი, მონაზონი ვარვარა გამოვიდა. ვოზნიაკი ეგრევე თავს დაესხა და ცრემლსადენი გაზი შეასხურა სახეზე, რის შემდეგ შვილთან ერთად ადგილიდან მიიმალა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა გარემოებები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ვოზნიაკის ქმედებები წინასწარ იყო მოფიქრებული.
თვითონ უშტატო ეპისკოპოსმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ აპირებდა ფილარეტთან შეხვედრას, თუმცა მიღების განაწესის გათვალისწინებით, მან იცოდა, რომ საღამოს საათებში ეს წინასწარი შეთანხმების გარეშე ვერ მოხდებოდა.
საპატრიარქოს განცხადებით, ვოზნიაკი ჯერ კიდევ 2008 წელს ჩერნიგოვის ეპისკოპოსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს „პირადი მიზეზების“ საფუძველზე.
ვოზნიაკი 20 ივლისს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სასამართლოს წინაშეც წარდგა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


