მსოფლიო
ხვალ დიდ ბრიტანეთში წლის ქორწილი გაიმართება
ხვალ დიდ ბრიტანეთში წლის ქორწილი გაიმართება - დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგით მეექვსე მემკვიდრე, პრინცი ჰარი ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლზე იქორწინებს.
ცერემონია შუადღეს უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში დაიწყება. სადღესასწაულო ღონისძიებას მილიონობით ადამიანი დააკვირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სავარაუდოდ, სამეფო ოჯახში შესვლის შემდეგ მეგან მარკლს სასექსის ჰერცოგინიას ტიტულს მიანიჭებენ, რომელიც ვაკანტურია 1843 წლიდან.
ქორწილს არ დაესწრება პატარძლის მამა თომას მარკლი. გავრცელებული ინფორმაციით, მან ცოტა ხნის წინ გულზე ოპერაცია გადაიტანა. ცერემონიაზე იქნება მეგანის დედა დორია რაგლანდი.
წლის ქორწილთან დაკავშირებით სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. დაცვა გააძლიერეს იმ სასტუმროებთან, სადაც პრინცი ჰარი და მისი საცოლე მეგან მარკლი რჩებიან.
საქორწინო ცერემონიისთვის სამ, სხვადასხვა ზომის ტორტს აცხობენ.
ხვალინდელი დღესთან დაკავშირებით გინესის წიგნში ის დიზაინერი მოხვდება, რომელიც ჰარისა და მეგანს შეუღლებას ყველაზე დიდი ზომის ბარათით მიულოცავს.

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


