კომენტარი
ხუხაშვილი გახლავთ უნიჭო ექსპერტი - ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა მის ყოფილ მრჩეველზე გია ხუხაშვილზე განაცხადა, რომ კარგს ვერაფერს იტყვის მასზე.
„გიაზე კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ხუხაშვილი გახლავთ უნიჭო ექსპერტი. ყველგან ყველაფერი მოიარა, ცუდად მოიქცა ჩემთან და ჩვენთან, სადაც კი შეიძლებოდა ყველას მიეკედლა და ჩემი აზრით, საბოლოოდ ნაციონალებთან გაფორმდა. არ ვიცი ხელფასს უხდიან, არ უხდიან, ასხამს წყალს ნაციონალების წისქვილზე, მაგრამ მაგის პრეტენზიაც არ მაქვს.
მაგას ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ ეგ მართავდა პროცესებს. ამ დროს, რომ ვიხსენებ მაგის გამონათქვამებს, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია და შევახსენებ ერთ-ერთ ბოლოს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც მარგველაშვილი დომინირებდა, მახსოვს, რომ მე მაგის ანალიზს აღარ ვისმენდი და ლამაზად ვწევდი, რომ არ მეწყენინებინა. მაინც გამალებით ცდილობდა, ჩამოვიდა ურეკში ჩემთან და იქ შევუწყვიტე მას ანალიზი, თუმცა ურთიერთობა არ შემიწყვეტია. მარწმუნებდა, რომ ორი ვერსია აქვს ,რატომ გაიმარჯვებდა ბურჯანაძე. იქ უკვე მკვახედ ვუპასუხე, - ვერსიები შენთვის დამითმია, მაგაზე დროს არ დავხარჯავ, რომ მოგისმინო-თქო. ასეთი ანალიტიკოსია და ექსპერტია გია ხუხაშვილი.
თავში ჰქონდა ილუზია, რომ ეგ ალაგებდა ყველაფერს. მოიქცა უღირსად, სადაც კი შეიძლებოდა დესტრუქცია, ყველგან მიდიოდა, ის დგას და ნაციონალური მოძრაობის პოზიციას ამყარებს “, - აღნიშნა ბიძინა ივანიშილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


