კომენტარი
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა კომისიამ დაინახა ახალი გარემოება, რომელიც არ იყო პირველად გამოძიებაში - დიმიტრი ცქიტიშვილი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, კომისიამ საქმეზე ახალი გარემოება გამოავლინა, თუმცა, რა გარემოებაზეა საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია.
მისივე თქმით, ეს გარემოება არ იყო პირველად გამოძიებაში.
„ახალი გარემოება, რომელიც დავინახეთ, ჩვენთვის თვალსაჩინო იყო, რომელიც არ იყო პირველად გამოძიებაში. აღმოჩნდა, რომ შსს-ს უკვე აქვს ამაზე გარკვეული მონაცემები და სხვადასხვა ნაბიჯს დგამს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თან განსაკუთრებულად სენსიტიურია, რადგან არასრულწლოვანებს ეხება, ყველა ფიგურანტი არასრულწლოვანია და ამიტომ რთულია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დეპუტატის განმარტებით, საფუძვლიანი ეჭვი ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში მოწმეების გამოკითხვის შედეგად გაჩნდა.
„ასეთი განწყობა და საფუძვლიანი ეჭვები უკვე გაჩნდა, გამომდინარე ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში მოწმეების გამოკითხვის და იმ დასკვნების შედეგად, რომლის შედარებაც მოხდა საქმეში არსებულ მასალებთან. ვფიქრობთ, სიახლე იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის. კომუნიკაცია შედგა და შედგება კიდევ უფრო მეტად შსს-თან. როგორც აღმოჩნდა, მათაც აქვთ გარკვეული სიახლეები ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დეპუტატმა თქვა, რომ აღმოჩენილი სიახლის გამო გამოსაკითხ პირთა სიის მნიშვნელოვან გაფართოებას არ ელოდება.
გუშინ კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთა, რომლის შესახებაც შსს-ს მიაწვდიან ინფორმაციას და ამაზე რეაგირებას დაელოდებიან.
მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


