კომენტარი
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის სასიკვდილო განაჩენი ჩვენი პროკურატურისთვის - ანა დოლიძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია პროკურატურისთვის.
დოლიძის თქმით, კომისიის მუშაობა კარგი პრეცედენტია და ის გამოძიებისთვის მთავარი დოკუმენტი უნდა გახდეს.
„ვფიქრობ, დასკვნა არის მართლაც რომ სასიკვდილო განაჩენი ჩვენი პროკურატურისთვის და მთელი ის საფეხურები, როგორ შეითითხნა ეს საქმე, რომ პასუხისმგებლობიდან გამომძვრალიყვნენ კონკრეტული პირები; რეალურად არის სულ მცირე სასწავლებელი მასალა ჩვენი იურიდიული ფაკულტეტებისთვის, რომ ვუთხრათ მომავალ გამომძიებლებს, როგორ არ უნდა იმოქმედონ“, -თქვა დოლიძემ.
ცნობისთვის, ოთხშაბათს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა.
67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.
„ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ხორავას ქუჩაზე მე-11 კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 1-ელ დეკემბერს მოკლეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


