კომენტარი
ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კომისიის უმრავლესობამ იჩქარა - მამუკა მდინარაძე
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა.
„მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კომისიის უმრავლესობამ იჩქარა. ეს გუშინდელ გამოკითხვაზე დადასტურდა. მე პირადად უფრო მაინტერესებს, ხომ არ იყო ამ ადამიანის როლი ისეთი, როგორზეც ეჭვები გამოითქმებოდა კომისიის შექმნის მომენტში. ის არ უნდა იყოს მიზანი, რომ მისი ქმედების გარკვეული უტრირებული, გადაზედმეტებული დაკვალიფიცირება მოხდეს და დანაშაულად შეირაცხოს. როცა ვსაუბრობთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა რაიმე ქმედება, რაზეც ეჭვები იყო, დაკვალიფიცირდეს ის გაცილებით ხისტად, ეს არ უნდა იყოს ინტერესი", -განაცხადა მდინარაძემ.
რამდენიმე ხნის წინ, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ორი რეკომენდაციით გამოვიდა, ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


