კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მკველობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს - ირაკლი შოთაძე
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ხორავას ქუჩის საქმეში დაზარალებულებთან შეხვედრა და პროკურატურის გეგმებზე საუბარი სურს.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყება ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგად უკვე თავად მიიღებს კონკრეტულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.
,,ბრალდებულებს რაც შეეხება, ბრალდებულებმა გამოძიებას ჩვენება მისცეს ექვსი თვის მერე. ექვსი თვე არის გასული, მას შემდეგ რაც ეს პირები დაკავებული არიან. მათ, რა თქმა უნდა აქვთ უფლება გამოიყენონ დუმილის უფლება, მაგრამ მათ თუ უნდოდათ გამოძიებასთან თანამშრომლობა, მათ ამის საშუალება ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდათ. მათ მოუსმინეს ყველა მტკიცებულებას, ყველა მოწმეს სასამართლოში, ყველა გამოკვლეული მტკიცებულება ნახეს და მხოლოდ ამის შემდგომ მისცეს სასამართლოს ეს ჩვენება.
ჩვენ შევაფასებთ ბრალდებულების ჩვენებას, ჩვენ მოვისმენთ დაცვის მხარის პოზიციას ამ ჩვენებებთან დაკავშირებით და ჩვენ ვნახავთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სასამართლო როგორ შეაფასებს ამ ჩვენებებს, რაც არის უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილებისა და შეფასების საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს და გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხებზე სურს მას შეხვედრა და საუბარი დაზარალებულ ოჯახებთან.
„სწორედ ამ საკითხებზე მე მაქვს სურვილი, რომ შევხვდე ორივე დაზარალებულ ოჯახს, მქონდეს კომუნიკაცია დაზარალებულებთან, რათა ისინი იყვნენ ინფორმირებული პროკურატურის გეგმებზე და იმ სამართლებრივ ნაბიჯებზე, რაც ამ საქმის ფარგლებშია. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება გადაწყვეტილება და ვნახავთ სასამართლოს მიერ გაზიარებულ ფაქტობრივ გარემოებებს, გადაიდგმება ჩვენი მხრიდან ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


