კომენტარი
ხმა მივეცი საქართველოში, ქართველი ადამიანებისთვის საუკეთესო პირობების, განვითარების პირობების შექმნას - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
როგორც ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანთან განუცხადა, მან ხმა მისცა ქართველებისთვის საუკეთესი პირობების შექმნას, განვითარების პირობების შექმნას.
პოლიტიკოსის თქმით, მას სურს მიმდინარე არჩევნებში დაინახოს რომ ხალხი ხმას არ აძლევს „მწამებლებს და სადისტებს“, რადგან ინაშვილის თქმით, საზოგადოებას ეს კინო უკვე ნანახი აქვს.
„მე მგონია ამ ქვეყნის ყველა ნორმალური ადამიანი, კეთილის მსურველი, ხმას აძლევს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, ხმას აძლევს წარმატებულ საქართველოს, ბედნიერ საქართველოს, სადაც ადამიანებს არ შიათ, სადაც ადამიანებს მასობრივად სოციალურ დახმარებას არ ართმევენ, სადაც ადამიანებს გაღვიძება უხარიათ და სადაც არ არის ის სიდუხჭირე და ის უკიდურესი გაჭირვება, რასაც ჩვენ ვხედავთ გარშემო.
მე ხმა მივეცი საქართველოში, ქართველი ადამიანებისთვის საუკეთესო პირობების შექმნას, განვითარების პირობების შექმნას. ხმა მივეცი ქართული ტრადიციების დაცვას, ზნე-ჩვეულებების დაცვას, ჩვენი ისტორიის და კულტურის გადარჩენას, ჩვენი რწმენის შენარჩუნებას. ხმა მივეცი იმას,რომ საქართველოში ტარდებოდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები და არ რჩებოდეს შეკითხვები არჩევნების შემდეგ“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ინაშვილის შეფასებით, მასში იყო როგორც მინუსები, ისე პლიუსები.
„საარჩევნო პროცესში, ცხადია, იყო მინუსები, იყო პლიუსები. საარჩევნო პროცესის დროს იყო ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი. ჩვენ ამ ფაქტებზე შევიტანეთ კონკრეტული განცხადებები უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც მკვდარი კომისიაა და მან თავისი ფუნქციონირება აუცილებალდ უნდა შეიცვალოის. დღევანდელ დღეს კი, პროცესი ჯერ მიდის.
საერთოდ არჩევნებში მანიპულაციები არ იწყება ესეთ დროს და არ იწყება უბნებზე. სულ სხვაგან ხდება მერე ეს ყველაფერი. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს.
დღეს მე მინდა ვნახო არა ის კინო, რაც წინა არჩევნებისას იყო, არამედ ვნახო ის, რომ ხალხი ხმას არ აძლევს მწამებლებს, არ აძლევს სადისტებს ხმას. ხმას აძლევს ამ ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებს, გულშემატკივრებს და საქართველოს პროგრესს და განვითარებას“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


