კომენტარი
ხელისუფლებისთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია და ამ მიმართულებით მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას უზღუდავენ - გიგა ფარულავა
ხელისუფლებისთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია და ამ მიმართულებით მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას უზღუდავენ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ფარულავას კითხვა დაუსვეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, „სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც“.
„უმრავლესობა ამ ცვლილებების მომზადების მიზეზად ბალანსს ასახელებს, თუმცა, რეალურად, მიზნები პოლიტიკურია. მიზანია, მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი პროტესტი ჩაახშონ და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება ჰქონდეს, თავად განსაზღვროს, კონკრეტული აქცია ჩატარდეს თუ არა კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც სპონტანურად გადაწყვეტენ მოქალაქეები, რაღაც ფაქტი, მოვლენა გააპროტესტონ. ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ პოლიტიკური პროტესტებია, არამედ ბევრი მწვავე სოციალური პრობლემაა, რაზეც პროტესტი აქვთ. ხელისუფლებისთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია და ამ მიმართულებით მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას უზღუდავენ. როცა ბალანსზე საუბრობენ, რამდენად პროპორციულია იმ მოქალაქეების პატიმრობა, ვინც საკუთარ პოზიციას პროტესტის სახით მშვიდობიანად გამოხატავს?“ – განაცხადა გიგა ფარულავამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


