კომენტარი
ხელისუფლება ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს, რადგან ქართველი ხალხისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს - სალომე სამადაშვილი
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე კუდის ყოფილ სამ თანამშრომელს ბრალი წარედგინა.
აღნიშნულზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩანაწერები ათი წლის სიძველისაა, “ქართული ოცნება” კი, ქვეყანას ექვსი წელია მართავს და დღეს, ყოფილი ხელისუფლების მიმართ გაუგონარი ბრალდებით გამოდის.
“დღეს, 2018 წლის 17 ოქტომბერია, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ექვსი წელია მართავს, ლარის კურსი 2,68 ნიშნულზეა და ხელისუფლებას ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, რომელსაც მხარს არავინ არ უჭერს და მმართველი გუნდი არჩევნებს აგებს. ამ რეალობის ფონზე მთავარი პროკურატურის განცხადება ძალიან უნიჭოდ დადგმული პიარსვლაა, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის მოტყუება 2012 წელს შეძლო. „ქართული ოცნება“ იგივე მეთოდებით მუშაობს და არ გამიკვირდება, ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია, ან სხვა აბსურდული განცხადება გაავრცელონ. ეს ყველაფერი უნიჭო, აბსურდული, ფუჭი მცდელობაა და ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ პასუხს 28 ოქტომბერს გასცემს. ხელისუფლება ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს, რადგან ქართველი ხალხისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


