კომენტარი
ხელისუფლებამ ისეთივე დრამატული შეცდომა დაუშვა, როგორც თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ-გიორგი თარგამაძე
ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს რუსთავი2-თან დაკავშირებით ხდება, მას უკვე გავლილი აქვს, რადგან მაშინ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ტელეკომპანიები დახურა.
თარგამაძეს განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების შეცდომებს იმეორებს.
„როდესაც ადამიანი მე მხედავს ამა თუ იმ ტელევიზიის ეთერში, ახსენდება მაშინდელი „იმედი“. ეს ყველაფერი ჩვენ გამოვიარეთ. „იმედი“ არ ყოფილა პირვლი ტელევიზია, რომელზეც მაშინ განხორციელდა შეტევა. „იმედი“იყო ბოლო, მნიშვნელოვანი წერტილი, თორე მანამდე ძველმა ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად მიდიოდა საინფორმაციო სივრცის სრული ათვისებისკენ და მონოპოლიზაციისაკენ.
შესაბამისად, დღევანდელი სურათი დიდად არ განსხვავდება ამისგან. თუ შეტევის ობიექტები მაშინ სხვა ტელევიზიები იყვნენ, დღეს სხვანი არიან, მაგრამ შინაარსი იგივეა.
ვიტყოდი, რომ შედეგიც იგივეა და სამწუხაროდ, ისეთივე მძიმე იქნება მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორიც იყო, თავის დროზე, ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ განხორციელებული შეტევის შედეგად.
მაშინ „იმედის“ ასეთი ბრუტალური, ველური ხერხებით დარბევას, ვიზუალური თვალსაზრისით, საერთაშორისო ორგანიციების მხრიდან, თუ ქვეყნის შიგნით ნეგატიური რეაქციები მოჰყვა, სხვა ემოციებს, უფრო მძიმე ემოციებს იწვევდა.
ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა ისეთივე დრამატული შეცდომა, როგორც თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და დახურვის შედეგად“,-აღნიშნა თარგამაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


