კომენტარი
„ხელისუფლება იჭერს, დრო - ასამართლებს!“
„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი სტრასბურგის სასამართლოზე ირაკლი ბათიაშვილის გამარჯვებას ეხმიანება და ამავე დროს იხსენებს მის დაპატიმრებასთან დაკავშირებულ პერიოდს და დეტალებს, როცა ისინი ორგანიზაცია „წინ საქართველოს“ დამფუძნებლები და თანამებრძოლები იყვნენ.
„2004 წელს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მოძრაობა „წინ საქართველო“ - ნაცმოძრაობასთან მებრძლი ერთ-ერთი მძლავრი ორგანიზაცია. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრების მიზეზი იყო არა ე.წ. „ინტელექტუალური მხარდაჭერა“ არამედ „ეროვნული ყრილობის“ ჩატარების იდეა, რომელიც „წინ საქართველოს“ ინიციატივით უნდა ჩატარებულიყო და მასში თითქმის ყველა მაშინდელი სერიოზული ოპოზიციური ძალები უნდა მიეღოთ მონაწილეობა, - განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, რომელიც მაშინ „წინ საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
„2006 წელს ჩვენ შევძელით მეტეხი პალასში ჩაგვეტარებია 1000 კაცის მონაწილეობით დიდი შეკრება, რომელშიც საზოგადოების და პოლიტიკური წრეების ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. იქ გაკეთდა მიმართვა და დაიწყო მზადება ეროვნული ყრილობისთვის.
საინიციატივო ჯგუფი რვა კაცის შემადგენლობით სხვადასხვა ოფისებში ვიკრიბებოდით. ერთ-ერთი ასეთი შეკრების დასრულებისას, რომელიც გაიმართა ედპ-ს ოფისში, დააპატიმრეს ირაკლი ბათიაშვილი,” -იხსენებს თემურ შაშიაშვილი.
მისი თქმით, ეროვნული ყრილობის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი, დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.
„მაშინ შვიდმა კაცმა ტაძარში დავდეთ პირობა, რომ შეურყევლად ვიბრძოლებდით ნაციონალური მოძრაობის, ასევე ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინც ანტიეროვნულ პოლიტიკას გაატარებდა და ბრძოლის გზას არ გადავუხვევდით. ბათიაშვილის დაპატიმრებისთანავე მე ჩავატარე პრესკონფერენცია რომელზეც განვაცხადე: „ხელისუფლება იჭერს - დრო ასამართლებს! დრო გაასამართლებს მის დამჭერებსაც“. ეს ფრაზა მთელმა მედიამ აიტაცა. დრომ გაასამართლა ნაციონალური მოძრაობა. დრო ამ ხელისუფლებასაც გაასამართლებს!“ - განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა, რომელმააც ირაკლი ბათიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ამავე დროს დასძინა, რომ დღეს უარესი მდგომარეობაა და უსამართლობის მიმართ დუმილი და შემგუებლობა ასევე დაუშვებელია.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


