კომენტარი
ხაზარაძეს 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი - ბიძინა ივანიშვილი
ინტერესია, რომ ანაკლიის პორტში აშენდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
„რაც შეეხება იმას, თუ ივანიშვილს რისი სურვილი აქვს. ხაზარაძესაც შეუძლია გაიხსენოს, რომ როდესაც ესენი კაპიტალისგან ძალიან შორს იყვნენ, მას 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი, ოღონდ გააკეთეთ მეთქი, კაპიტალს რომ ვერ უყრიდნენ თავს. იმ დროს გამოჩნდა აბდუშელიშვილი, რომელსაც ამ ბიზნესში წილი აქვს და ეს უფრო ჯანსაღია, ვიდრე ნაჩუქარი ფული. მას სხვა, სერიოზული ბიზნეესბი აქვს და რაც იგი გამოჩნდა, ჩემი მონაწილეობა აღარ გახდა საჭირო, თორემ მე ვჩუქნიდი ფულს ყოველგვარი წილის გარეშე, იმდენად მინდოდა, რომ კერძო ბიზნესს ეს გაეკეთებინა და ამაზე უარს ვერ იტყვიან, იყო ეს დროც.“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებით სახელმწიფო ძალიან დაინტერესებულია, მაგრამ ის კერძო ბიზნესისთვის რთული გასაკეთებელია.
„ინტერესი ერთია მხოლოდ, რომ ეს პორტი აშენდეს. თუ ამას ააშენებს კერძო ბიზნესი, ეს ძალიან მისასალმებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი დიდი პროექტია, რაშიც ჩვენ ძალიან დიდ ფულს ვხარჯავთ. თუ ამას კერძო ბიზნესი გააკეთებს და სახელმწიფოს არ მოუწევს 600 მლნ იაფი კრედიტის მოზიდვა, ეს იქნება მისასალმებელი. ეს რამდენჯერმე მითქვამს და მადლობაც გადამიხდია ხაზარაძისთვის, თუ ამას მოახერხებდნენ - მე ვამბობდი, რომ რთულია ამის გაკეთება, ბიზნესმენი მუდამ მოგებაზე ზრუნავს და ამ პორტის მომგებიანობა რთულია. შეიძლება, 30, 40 ან მეტი წელი დასჭირდეს, რომ ბიზნესმენმა რეალური მოგება მიიღოს. როგორც წესი, სახელმწიფოები აქტიურად მონაწილეობენ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში და დღევანდელი სახელმწიფოს როლიც ძალიან პოზიტიურია და ყველანაირად ეხმარება ამ პროექტს განხორციელებაში“, - თქვა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


