მსოფლიო
კგბ-ში ჩემი სამუშაო არალეგალურ დაზვერვას უკავშირდებოდა - ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, კგბ-ში მისი უშუალო საქმიანობა არალეგალურ დაზვერვას წარმოადგენდა.
ამის შესახებ პუტინმა Россия 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის ლიდერმა ამჟამად არალეგალ ჯაშუშად მომუშავე ადამიანებს წარმატება უსურვა.
„საბჭოთა კავშირში საგარეო დაზვერვის უწყებაში ჩემი უშუალო სამსახური არა მხოლოდ საგარეო დაზვერვას, არამედ არალეგალურ დაზვერვას უკავშირდებოდა“,-განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, არალეგალი მზვერავები „განსაკუთრებული ადამიანებია, განსაკუთრებული თვისებების, მსოფმხედველობის მქონე პირები, მისი თქმით, ისინი განსაკუთრებული ნიშანთვისებებით გამოირჩევა“.
„მათ უწევთ უარის თქმა ცხოვრებაზე, ახლობლებზე, ნათესავებზე და უწევთ ქვეყნის დატოვება მრავალი წლით, ისინი საკუთარ ცხოვრებას სამშობლოს უძღვნიან. ასეთები მხოლოდ რჩეულები შეიძლება იყვნენ. ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ასეთი მიდგომა აქვთ არალეგალ მზვერავებს ქვეყნის, საქმის, ხალხის მიმართ. უნიკალური ხალხია. ბედნიერებას, წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემს სიტყვებს გაიგონებენ“,- აღნიშნა პუტინმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


