მსოფლიო
კერძო თვითმფრინავების სკანდალის გამო აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი ტომ პრაისი თანამდებობიდან გადადგა, კერძო თვითმფრინავებით ფრენასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ. ამის შესახებ ბიბისი იუწყება.
აწ უკვე ექს-მინისტრმა ბოდიში მოიხადა, რომ მაისის თვიდან მოყოლებული მივლინებებში 26-ჯერ იმგზავრა კერძო თვითმფრინავით, რაც გადასახადის გადამხდელებს 400 000 დოლარი დაუჯდათ. სახელმწიფო ჩინოვნიკები იმ პირების გარდა, ვინც მუშაობს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ვალდებული არიან მივლინებებისთვის კომერციული რეისებით ისარგებლონ.
როგორც პოლიტიკური ახალი ამბების გვერდმა Politico-მ დაადგინა, პრაისის ფრენები გადასახადის გადამხდელებს 1 000 000 დოლარზე მეტი დაუჯდათ. გამოცემის ინფორმაციით, 400 000 დოლარის გარდა იქ ასევე შედის იმ სამხედრო თვითმფრინავების ფასი, რომლებსაც პრაისი საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის იყენებდა.
პრაისი დაპირდა, რომ გადაიხდის მისი მივლინებებისთვის დახარჯულ თანხას. მან აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელები ერთ ცენტსაც არ გადახდიან „თვითმფრინავში მისი ჯდომისთვის“.
პრაისის გარდა დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტის კიდევ სამ წევრზე მიმდინარეობს გამოძიება კერძო თვითმფრინავების გამოყენების გამო.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე დააკმაყოფილა პრაისის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. დროებით თანამდებობას დაიკავებს პრაისის ყოფილი მოადგილე დონ რაიტი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


